საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმრო, სადაც ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები განთავსდებიან, სათანადოდ აღიჭურვა

საქართველოს 34 მოქალაქეს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში დღეს ბრუნდებიან საჩხერეში ხვალ დილით ელოდებიან. ისინი სასტუმროში გამთენიისას მივლენ.

მოქალაქეები სასტუმროში ორი კვირის განმავლობაში გაჩერდებიან.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, სასტუმრო სათანადოდ მოეწყო და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.

მისვე განცხადებით, მოქალაქეები ორი კვირის მანძილზე იზოლირებული იქნებიან და საჭიროების შემთხვევაში ბოქსირებულ პალატაში განთავსდებიან. მაია ხელაძის ინფორმაციით, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეირჩა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები, პრევენციის მიზნით, საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში ორ კვირიან კარანტინს გაივლიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა