ბერნი სანდერსი რუსეთს - ამერიკის არჩევნებს არ გაეკაროთ

ვერმონტის შტატის დემოკრატმა სენატორი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბერნი სანდერსი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკის არჩევნებისგან თავი შორს დაიჭიროს.

ბერნი სანდერსი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, „ავტოკრატიულ ბოროტმოქმედს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისმა ხელისუფლებამ ამერიკის ერთიანობის დასარღვევად ინტერნეტ პროპაგანდა გამოიყენა.

„მოდით, გარკვევით ვთქვათ, რუსებს ჩვენი დაყოფით ამერიკის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა სურთ, მე მათ მცდელობას, ისევე როგორც ნებისმიერი უცხო ძალის მცდელობას, რომელსაც ჩვენს არჩევნებში ჩარევა სურს, მტკიცედ ვუპირისპირდები. ჩემი მესიჯი რუსეთის მიმართ ესაა : ამერიკულ არჩევნებს არ გაეკაროთ,“- აღნიშნა სანდერსმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ოფიციალურმა პირებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთი მის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევას და მისთვის ხელშეწყობას ცდილობს, თუმცა უცნობია, თუ რა გზით აპირებს ამის განხორციელებას.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის თანამშრომლებმა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტს დახურულ კარს მიღმა გამართულ ბრიფინგზე განუცხადეს, რომ რუსეთი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამერიკის პოლიტიკაში ჩარევას კვლავ აპირებდა ისე, როგორც ეს 2016 წელს განახორციელა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაცია და „დემოკრატების“ მიერ კონგრესში დაწყებული კიდევ ერთი კამპანია უწოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო