სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პრაქტიკული საკითხების განხილვა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა ევროპის საბჭოს ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლება აღკვეთილ პირთა მხარდაჭერის" პროექტის დახმარებით ჩატარდა.

ორდღიან შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე უძღვებოდნენ. ორივე სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და გამოწვევები, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახალხო დამცველი თანამშრომლობას როგორც ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე, სამუშაო შეხვედრების ფორმატში მომავალშიც გააგრძელებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა