ინდონეზიის კუნძულ იავაზე წყალმოვარდნას 8 მოზარდი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის მოსწავლეები მდინარესთან ახლოს კარვებში ღამეს ათევდნენ.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 8 ცხედარი იპოვეს, 2 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში 500-მდე მაშველია ჩართული. სკოლის მოსაწვლეები, რომელთა ასაკიც 12-დან 15 წლამდე იყო, მდინარის პირას სასკოლო ექსკურსიის ფარგლებში იმყოფებოდნენ