სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, გუშინ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც გამოძიება დაიწყო

ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, გუშინ, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, მან ჩვენება ვაკის პოლიციაში მისცა და მოითხოვა იმ პიროვნების ვინაობის დადგენა, რომელმაც გუშინ საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„გუშინ საღამოს, 8 საათზე ჩემს სახლთან ვაძლევდი ინტერვიუს „მთავარ არხს“, როდესაც დავიწყეთ ჩაწერა ვიღაც უცნობმა მამაკაცმა დაგვიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა. თავიდან იგნორირებას შევეცადეთ, მაგრამ ეს კაცი არ ჩერდებოდა და სულ უფრო აგრესიულად ყვიროდა. შემდეგ ჟურნალისტებმა და მეც ვკითხეთ, რატომ იყო იქ, რადგან საკმაოდ მოფარებული ადგილია, არ არის ეს ქუჩა, სადაც შემთხვევითი გამვლელები ხვდებიან. ეს მამაკაცი ვერ ვიცანი, ჩემი მეზობელი აშკარად არ იყო. ამაზე პასუხი არ გაგვცა, შემდეგ როდესაც კამერა დაიძრა მისკენ, გაიქცა და ჟურნალისტები გაეკიდნენ, შემდეგ ჟურნალისტებსაც აგინა და გაიქცა. გამოვიძახეთ პატრული, პატრულს აქვს სრული ინფორმაცია, ეს კაცი კამერებზეა დაფიქსირებული და ჩემი თხოვნა იყო, რომ დადგენილიყო ვინ იყო ეს ადამიანი, რატომ იყო ჩემს სახლთან, შემთხვევითი გამვლელი იყო თუ სპეციალურად იყო მოსული, თუ ვინ არის საერთოდ და შესაბამისად, გამოძიება წარიმართოს ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმე აღიძრა, გამოძიება დაიწყო, გუშინ მივეცი ჩვენება ვაკის პოლიციაში,“- განმარტა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის ინფორნმაციით აგრესია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იყო.

„გაგვინებდა და იძახდა, რომ თქვენ ხართ მკვლელები და გინდათ დაბრუნდეთ ხელისუფლებაშიო“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს