დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან  და მერებთან შეხვედრა გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში მცხოვრები დევნილებისა და ეკომიგრანტების განსახლების, მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებსა და არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ქვემო ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება.

როგორც უწყებაში განმარტეს, სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის ტერიტორიული სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა მესტვირიშვილი წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა