გიორგი ვაშაძე ცაგერის მოსახლეობას შეხვდა

„კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა საქართველო დიდი გაჭირვებისა და შიმშილისთვის გაწირა“, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლეჩხუმის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტრატეგია „აღმაშენებლის" ფარგლებში, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ლეჩხუმში მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ვაშაძემ საქართველოს პერსპექტივებზე ისაუბრა და მოსახლეობას 4 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ლეჩხუმში ადგილობრივ მოსახლეობასთან ძალიან თბილი შეხვედრა გაიმართა და რაც მთავარია, საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა. სწორედ ამიტომ უნდა შევიკრიბოთ 4 აპრილს, რომ ეს პერსპექტივა არ წაგვართვას ჩვენ იმ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც საქართველო მართლაც გაწირა დიდი გაჭირვებისა და შიმშილისთვის. ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ, ამ ქვეყანას აქვს დიდი შესაძლებლობა, ამიტომ ყველამ ერთად აღმშენებლობა უნდა დავიწყოთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა