ნიგერიში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 120 ჯიჰადისტი მოკლეს

ნიგერის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტილაბერის რეგიონში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 120 ჯიჰადისტი მოკლეს. ინფორმაციას The Guardians ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნიგერის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაცია მას შემდეგ განახორციელეს, რაც ათობით ჯიჰადისტმა მათზე თავდასხმა მოაწყო.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოპერაციის დროს არც ერთი ნიგერელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. სამხედრო ოპერაციაში ფრანგი ჯარისკაცებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან.

შეგახსენებთ, 2015 წლიდან დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის განსაკუთრებით, ნიგერში, მალისა და ბურკინა ფასოში, ტერორიტსული დაჯგუფებები თავდასხმებს აწყობენ. მათ წინააღმდეგ რეგიონში 5 000-მდე ფრანგი ჯარისკაცი იბრძვის.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა