მოძრაობა „შეცვალემ” არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორ წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართა

მოძრაობა „შეცვალემ” არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორ წლისთავთან დაკავშირებით, შვეიცარიის საელჩოსთან, სადაც რუსეთის ინტერესების სექცია მდებარეობს, მდუმარე აქცია გამართა. მათ საელჩოს წინ სანთლები დაანთეს, ფრანები გაუშვეს და ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

„პირველ რიგში, ეს არის მადლობის გადახდა არჩილ ტატუნაშვილისთვის. ამ ადამიანმა ის უძვირფასესი რამ გაიღო, რასაც სიცოცხლე ჰქვია, საკუთარი იდეებისთვის და ეს იდეა იყო ერთიანი, ძლიერი საქართველო და ეს იქნება ჩვენი მადლობის გამოხატვა და გადახდა მისთვის. მეორე საკითხი, რაც მნიშვნელოვანი იქნება არის ის, რომ ჩვენ არ დავივიწყებთ იმას, რომ საქართველო არის ოკუპირებული და მგონია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დეოკუპაციის საკითხი დაბრუნდეს უმაღლეს ტრიბუნებზე მსოფლიოს მასშტაბით. ეს იქნება ჩვენი სურვილი და ამას აუცილებლად მივაღწევთ”, - განაცხადა მოძრაობის აქტივისტმა გიორგი კუპატაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა