პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გელა გიორგაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტმა დღეს „ტვიტერზე" გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, "ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა არჩილ ტატუნაშვილი. დღეს ჩვენ ამ ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. ჩვენი ერის იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოს მომავლისკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარასდროს მოხდება."

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით