„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა

"ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ.

„სიტყვით ევროპელები, საქმით - რუსები; დატოვოს მანდატი ოკუპანტების აგენტმა ელენე ხოშტარიამ“ - ასეთი შინაარსის სტიკერები გააკრეს აქტივისტებმა „ევროპული საქართველოს“ ოფისის კედლებზე.

ამ დროისთვის „ევროპული საქართველოს“ ოფისი დაკეტილია.

აქციის მონაწილეები კვლავ ითხოვენ იმ დეპუტატების მიერ მანდატების დატოვებას, რომელთა ორგანიზებითაც საკანონმდებლო ორგანოში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერდა.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო