ათეა-ს მხარდაჭერით, ახალგაზრდული ფორუმი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიმართა

თბილისის მუნიციპლიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ათეა-სა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ბათუმის მუნიციპლიტეტის მერიისა და სსიპ „ახალგაზდრობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით, ბათუმში ორდღიანი ახალგაზრდული ფორუმი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმროში „ჰილტონ ბათუმი“ მოეწყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, ათეა-ს პრეზიდენტ კახა კალაძესთან და ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ტყემლაძესთან, ასევე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ. გამომსვლელებმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, ანალოგიური ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებას.

ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი ჩაკვეტაძემ ფორუმის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა და მის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის მეორე დღე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დელეგატებმა და სტუდენტებმა მუნიციპალური სტუდენტური პროექტები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს. ფორუმის დასასრულს კი, შემუშავდა ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი და უზრუნველყოფილი. რეკომენდაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდების მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მაქსიმალურ ჩართულობას და მათ მხარდაჭერას გულისხმობს. ასევე. დელეგეტებმა დაგეგმეს ცენტრალური პროექტი. რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში კამპანიური ფორმატით განხორციელდება.

ფორუმის ფარგლებში გამოკვეთილი საუკეთესო ინიციტივების შესახებ ნათია ღვინაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათეა ყოველთვის დაუჭერს მხარს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას.

ახალგაზრდული ფორუმი, 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისში დაფუძნდა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ორდღიან ღონისძიებაში, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებმა და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნულ ინფორმაციას ათეა ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო