შალვა გოგოლაძემ იმერეთის სპორტსკოლებს სპორტული ინვენტარი გადასცა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას. მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე იმერეთის რეგიონს ესტუმრა და ტატამები გადასცა. გარდა ამისა, გოგოლაძემ ახალგაზრდა სპორტსმენები სამინისტროს მიერ გამოცემული სპორტული თემატიკის წიგნებით დაასაჩუქრა. აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინიციატივით, ჭიდაობის ტატამი ხონის სპორტსკოლას გადაეცა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ახალგაზრდა მოჭიდავეებთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დაესწრო. სპორტსკოლაში წარმატებულად ფუნქციონირებს ჭიდაობის სექცია. ასევე დაგეგმილია ძალოსნობის დარბაზის რეაბილიტაცია.

ტატამი დაიგო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს ახლად გარემონტებულ სპორტულ დარბაზში. ახალგაზრდა ძიუდოისტები შალვა გოგოლაძემ, პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კიკნაველიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად დაათვალიერა. სპორტსკოლაში ასევე იმყოფებოდა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელმაც სპორტსკოლის აღსაზრდელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სპორტსკოლაში სტუმრობისას, კახიაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან, სოფელში ძალოსნობის ახალი დარბაზის აშენების საკითხი განიხილა.

სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს რეგიონების სპორტსკოლების აღჭურვას. რამდენიმე დღის წინ, ტატამი და სპორტული ინვენტარი წალკის სპორტულ კომპლექსს გადაეცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს