საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ოკუპაციის მუზეუმში ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ქვეყანას პირველი ოფიციალური ვიზიტით, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ეწვივნენ. კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, დღეს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს.

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი უწევდა ორგანიზებას, აზრთა ურთიერთგაცვლის, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის რეჟიმში წარიმართა.

კონგრესის პრეზიდენტმა ანდერს კნაპემ საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმო და საქართველოს ტერიტორიული სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებსა და ახალგაზრდებს ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ექსპოზიციები დაათვალიერებინეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

კონგრესის დელეგაცია შეხვედრას ათეა-ს პრეზიდენტთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესში - კახა კალაძესთან გამართავს.

ასევე, დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში. მანამდე კი, კონგრესის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტს ეწვევა და საოკუპაციო ხაზთან ადგილზე გაეცნობა ვითარებას.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია საქართველოს 25 თებერვალს დატოვებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს