ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 442 -მდე გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსით, კიდევ 97 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 442 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის 1 782 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 76 936-ს მიაღწია.

ჯანდაცვის ეროვნული კომისია აცხადებს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 22 888-ია.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ დღემდე ვირუსით 19 ადამიანია დაღუპული. აქედან 5 - ირანში, 4 - სამხრეთ კორეაში, 3 - იაპონიაში, 2 -ჰონგ-კონგში, 2 - იტალიაში. ტაივანში, ფილიპინებსა და საფრანგეთში კი გარდაცვალების თითო შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობას, ჩინეთის გარეთ ვირუსის 1 782 შემთხვევაა დადასტურებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა