თურქეთის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები სირიის საკითხზე იმსჯელებენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 5 მარტს სამიტს გამართავენ, სადაც იდლიბის პროვინციაში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.

„5 მარტს შეხვედრასა და ამ საკითხების განხილვას ვაპირებთ,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, თუმცა მას შეხვედრის ადგილი არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ემანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა ერდოღანს იდლიბში არსებული კრიზისის დასაძლევად პოლიტიკური გზის გამონახვისკენ მოუწოდეს. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ორი ევროპელი ლიდერი მზად არის, პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთად განიხილოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო