ირაკლი სესიაშვილი - მივესალმებით, თუკი ოპოზიცია კონსტრუქციულ ფორმატში გადმოვა და არეულობისკენ მიმართულ ზრახვებს გაანეიტრალებს

იმ ჯგუფს, რომელიც ოპოზიციის სახელით ლაპარაკობს, აინტერესებს არა არჩევნები და მშვიდობიანი პროცესი, არამედ დესტრუქცია, დაძაბულობა , - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეწყვეტილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთავაზება ძალაში რჩება.

“მმართველი გუნდი ითვალისწინებს როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სწორ პოზიციას, ასევე ჩვენი საზოგადოების სურვილს, რომ საარჩევნო სისტემაში იყოს წინსვლა. ჩვენი აზრით, სწორი კომპრომისული ვერსია შევთავაზეთ საზოგადოებას პირველ რიგში, იმიტომ რომ იმ ოპოზიციურ ჯგუფს ვერ ექნება მონოპოლია პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენ ეს შევთავაზეთ და ველით შემხვედრ პასუხს, მაგრამ მე მეჩვენება, რომ იმ ჯგუფს რომელიც ოპოზიციის სახელით ლაპარაკობს აინტერესებს არა არჩევნები და მშვიდობიანი პროცესი, არამედ დესტრუქცია, დაძაბულობა, ეს მეტ-ნაკლებად გამოჩნდა კიდეც, მაგრამ ჩვენი მხრიდან შეთავაზება რჩება და ჩვენ მივესალმებით, თუკი ოპოზიცია გადმოვა კონსტრუქციულ ფორმატში და ამ დესტრუქციულ და არეულობისკენ მიმართულ ზრახვებს გაანეიტრალებს”,- განაცხადა სესიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა