მაკრონი ეჭვობს, რომ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო საკითხზე შეთანხმება წლის ბოლომდე მოესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის დარწმუნებული არ არის, რომ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო საკითხებზე შეთანხმება 31 დეკემბრისთვის მოესწრება. ანუ, იმ პერიოდისთვის, როცა "ბრექსითის" გარდამავალი ეტაპის დასრულებაა განსაზღვრული.

მაკრონის თქმით, მოლაპარაკებები, რომელიც მარტში დაიწყება, იქნება „დაძაბული“, ხოლო თევზჭერაზე უფლებები მოლაპარაკებებში მთავარი საკამათო საკითხია.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ შეთანხმების მიღწევა მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკებები უფრო დაიძაბება, რადგან [ბრიტანელები] ძალიან მტკიცედ დგანან“, - განაცხადა მაკრონმა მეთევზეებთან პარიზში გამართულ შეხვედრაზე.

თავის მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ სავაჭრო შეთანხმების შესახებ განაწესს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ამბობს, რომ ის თევზჭერის უფლებების საკითხზე შეთანხმებას განიხილავს, თუმცა ეს შეთანხმება უნდა ემყარებოდეს თვალსაზრისს, რომ „ბრიტანული სათევზაო ადგილები პირველ რიგში ბრიტანული ნავებისთვის არის“.

31 იანვარს, ევროკავშირის დატოვების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი გარდამავალ პერიოდში 31 დეკემბრამდე იმყოფება.

იხილეთ ვიდეო: მაკრონი ეჭვობს, რომ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო საკითხზე შეთანხმება წლის ბოლომდე მოესწრება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა