პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრნენ. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

იხილეთ ვიდეო: 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა