არჩილ თალაკვაძე - ყველა თანამოქალაქემ იცოდეს, რომ ვერც ერთი ღონისძიების ჩატარება ეროვნული ინტერესებისა და კანონმდებლობის უგულებელყოფის ხარჯზე ვერ მოხდება

ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ყველა დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდება, თუმცა არა საქართველოს კანონმდებლობის უგულებელყოფის ხარჯზე.

“საქართველო არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელშიც ევროპის საბჭოს ყველა დელეგაცია მონაწილეობს. ეს არის ევროპის საბჭოს დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, ყველა ღონისძიებას, რაც გათვალისწინებულია ჩვენი თავმჯდომარეობის ფარგლებში, ჩავატარებთ, ოღონდ მინდა ჩვენმა ყველა თანამოქალაქემ იცოდეს, რომ ვერ მოხდება ვერც ერთი გადაწყვეტილების მიღება და ვერც ერთი ღონისძიების ჩატარება საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კანონმდებლობის უგულებელყოფის ხარჯზე. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ მოხდება”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო