არჩილ თალაკვაძე - რომელიღაც გაზაფხულზე, სამთავრობო ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულის მოსვლამდე ერთი კვირაა დარჩენილი

უკვე მეათედ გვეკითხებით, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, როდესღაც, რომელიღაც გაზაფხულზე, ცვლილებები რა თქმა უნდა, იქნება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებებს.

როგორც მან განაცხადა, გაზაფხული ერთ კვირაში დადგება და ჟურნალისტებს თავად შეეძლებათ დააკვირდნენ მოვლენებს.

"გაზაფხულს ყოველთვის ყველა ელოდება და აუცილებლად დადგება გაზაფხული, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. გაზაფხული იქნება სულ რაღაც ერთ კვირაში, გთხოვთ, თავად დააკვირდეთ, რა იქნება გაზაფხულზე, გაზაფხული აუცილებლად იქნება ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული, ისევე როგორც წინა გაზაფხული. უკვე მეათედ გვეკითხებით, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები, როდესღაც, რომელიღაც გაზაფხულზე, ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულის მოსვლამდე არის ერთი კვირა დარჩენილი. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს სტაბილურად საქმიანობას და ჩვენ ვემზადებით 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა