არჩილ თალაკვაძე - რუსეთი აგრძელებს პროვოკაციებს, თუმცა ჩვენი მხრიდან არის ძალიან პრინციპული რეაქციები

დარწმუნებული ვარ, რუსეთს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოუწევს ფასის გადახდა ამ უკანონო ქმედებების გამო. რუსეთი აგრძელებს პროვოკაციებს, თუმცა ჩვენი მხრიდან არის ძალიან პრინციპული რეაქციები , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან 17 წლის ახალგაზრდის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობას ტერიტორიების ოკუპაციისა და პროვოკაციების გზით ცდილობს.

„დეკემბერში განხორციელებული მასიური კიბერშეტების შემდეგ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველის ტერიტორიების ოკუპაციის და პროვოკაციების გზით ჩვენთან ურთიერთობას, რაც არის მიუღებელი. ამაზე მთელმა მსოფლიომ დაინახა საქართველოსა და ჩვენი პარტნიორების რეაქციები, როდესაც ჩვენმა ნომერ პირველმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გასცეს სათანადო პასუხი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას და კიბერთავდასხმას. დარწმუნებული ვარ, რუსეთს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოუწევს ფასის გადახდა ამ უკანონო ქმედებების გამო. რუსეთი აგრძელებს პროვოკაციებს, თუმცა ჩვენი მხრიდან არის ძალიან პრინციპული რეაქციები, ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი, პრინციპული ნაბიჯებით, რეფორმებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებით, ჩვენი ინტეგრაციით ნატო-სა და ევროპულ სტრუქტურებში, შევძლებთ, რომ რუსეთის ოკუპაცია დავასრულოთ ამ ქვეყანაში რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლისა და ყველა ღირებულებების წინააღმდეგ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება იზიარებს. დღეს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ იუნკერების დღეს, როდესაც მათ თავი შესწირეს რუსეთის არმიასთან ბრძოლას, მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო არ დათმობს თავისუფლებას, საქართველო არ დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს აუცილებლად მოუწევს ჯარისკაცები გაიყვანოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 17 წლის მოზარდი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის მიმდებარედ დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა