არჩილ თალაკვაძე - ყველაზე მეტი განსაცდელი და წინააღმდეგობა შეხვდებოდა საქართველოს პატრიარქს, მისი სიტყვები არც არის გასაკვირი

ყველაზე მეტი განსაცდელი და წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, შეხვდებოდა საქართველოს პატრიარქს. ეს სიტყვები არც არის გასაკვირი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან, პატრიარქის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, პატრიარქის სიტყვები გაიგო ისე, როგორც „ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე გაიგებდა, რომელიც ეკლესიაში დადის.“

„მისი სიტყვები ნიშნავს, რომ იყო პატრიარქი, იყო მღვდელმსახური და ემსახურებოდე შენი ქვეყნის სულიერების საქმეს, არის დიდი გამოწვევა და ამ გზაზე ძალიან ბევრი განსაცდელი შეხვდება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი განსაცდელი და წინააღმდეგობა შეხვდებოდა საქართველოს პატრიარქს. ეს სიტყვები არც არის გასაკვირი და ჩემთვის, პირადად, ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რწმენით გამსჭვალული მომავლის მიმართ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქს ქვეყნის წინაშე უდიდესი ღვაწლი აქვს.

„მისი ხელმძღვანელობით შეძლო საქართველომ სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა და ბევრმა შეძლო რწმენაში დაბრუნება. დღევანდელ დღეს, როცა იუნკერების თავგანწირვას აღვნიშნავთ, რწმენა არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ საქართველო შეძლებს გაერთიანებას და იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი და წარმატებული ქვეყანა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, პატრიარქის განცხადებით, ხალხის თანადგომა რომ არ ჰქონდეს, ვერ გაუძლებდა „ამ სიმძიმეებს“; „42 წელია მე ვარ სამიზნედ", - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოს მიქაელისა და ამ ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს