მეუფე ნიკოლოზი - ქვეყანაში მუდმივად არჩევნებია და როცა არ უნდა გადასცეს მიწა სახელმწიფომ ეკლესიას, მაინც საარჩევნოდ გამოვა

ჩვენს ქვეყანაში მუდმივად არჩევნებია და როცა არ უნდა გადასცეს მიწა სახელმწიფომ ეკლესიას, მაინც საარჩევნოდ გამოვა, - ასე უპასუხა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სახელმწიფოსგან საპატრიარქოსთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მიწების გადაცემა ნდობის მოპოვების საშუალება არ არის.

„ნამდვილად არ ვიცი რა მოცულობის მიწაზეა საუბარი, მაგრამ თუ გადასცა, ძალიან კარგია. ამ ფორმით ხელისუფლება საპატრიარქოსგან ნდობას ვერ მოიპოვებს. მიწებს გადასცემდა წინა ხელისუფლებაც, იმის წინა ხელისუფლებაც. ჩვენ ასე მიგვაჩნია, რომ ეკლესიას იმდენი ჩამოერთვა კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ვფიქრობთ, ეკუთვნის ეს მიწები უკან დაუბრუნონ. ეს არ არის ნდობის მოპოვების საშუალება. მე თუ მიწას გადმომცემს ხელისუფლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მას მხარს დავუჭერ. შესაძლოა, როგორც მოქალაქემ მხარი დავუჭირო, მაგრამ არა იმიტომ, რომ დღეს მიწა გადმომცა“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს