ბადრი ჯაფარიძე - მაჟორიტარებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ განზე ვდგავართ - მზად ვართ, ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციაში ვიყოთ

მაჟორიტარებთან დაკავშირებით, კონკრეტულ მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განზე ვდგავარ, მზად ვართ კოორდინაციაში ვიყოთ ოპოზიციურ პარტიებთან - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციასთან კოორდინაციის მიზანი ხელისუფლების ოპოზიციაში გადაყვანა იქნება.

"ოპოზიციის საკოორდინაციო ფორმატი, რომელიც შეიქმნა უნიკალური მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. ამდენი პარტია გაერთიანებულიყოს, ერთი საკითხის ირგვლივ მე არ მახსოვს და არც ყოფილა ალბათ. ჩვენ ყველანი შეჯერებული ვართ, რომ გვჭირდება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ქართველ ხალხს მისცემს საშუალებას, მათ დაინახონ პარლამენტი, როგორც მათი ნების გამომხატველი. ერთი პარტია აგროვებს უმცირესობას და შემდგომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ეს უნდა დასრულდეს. ასეთი პარლამენტი ქართველი მოსახლეობის ნებას არ გამოხატავს. ჩვენი ამოცანა იყო და არის, რომ მივაღწიოთ ისეთი სისტემით არჩევნების ჩატარებას, რომ პარლამენტი იქნება და ასახავს იმ განწყობილებებს, რომელიც არის საზოგადოებაში. ჩვენ ვაკვირდებით მოლაპარაკებებს კოლეგებს შორის, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ ჯერ სანამ არ გარკვეულა თუ რა სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, რამდენი მაჟორიტარი და პროპორციული უნდა იყოს, საბოლოოდ არ არის გარკვეული. ჩვენ ძალიან მძლავრად ვვითარდებით რეგიონებში... ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებში მაჟორიტარებთან დაკავშირებით, არ ვმონაწილეობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განზე ვდგავართ. ჩვენ მზად ვართ კოორდინაციაში ვიყოთ ოპოზიციურ პარტიებთან. ოპოზიციასთან კოორდინაციაში მიზანი იქნება: პირველი - მოვახერხოთ ხმების დაცვა, რათა ობიექტური შედეგი მივიღოთ. მეორე - ხელისუფლება გადავიყვანოთ ოპოზიციაში და ვნახოთ, როგორი ოპოზიციური ძალა იქნება",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა