იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს

იტალიის ლომბარდიის ოლქში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 89 ადამიანი შეადგინა. შესაბამისად, ქვეყანაში, ამ ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს. ამის შესახებ რეგიონის პრეზიდენტმა ატალიო ფონტანამ ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში, კორონავირუსით, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით დაინფიცირების ფაქტები ფიქსირდება იტალიის ხუთ რეგიონში, რომელთაგან, ყველაზე მეტი, ლომბარდიაშია.

რეგიონის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ დაინფიცირებულთა საკარანტინოდ ორი სტრუქტურა მოამზადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლება აიღებს კურსს ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარების შემცირებაზე.

იხილეთ ვიდეო: იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა