სალომე ზურაბიშვილი - ქართველ სამხედროებს აქვთ ის საბრძოლო შემართება, რომელიც მოდის მხოლოდ მაშინ, როცა იცი რისთვის იბრძვი, იუნკერებმა იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად, პარლამენტში იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა იუნკერების შთამომავლებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

"ძალიან იშვიათია იდგე იმ ადგილას, სადაც მართალნი განისვენებენ. ეს არის ის ადგილი, სადაც 23 თებერვალს დაიკრძალნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც კოჯორ- ტაბახმელაში პირველივე დღეებში დაიღუპნენ. იუნკერები რუსთაველის გამზირიდან წავიდნენ შემართებით. უამრავი მოგონება არსებობს რა შემართებით გადიოდნენ ქალაქიდან ქვეყნის დასაცავად, ისე რომ, უკან არ მოუხედიათ, არ უფიქრიათ რა იქნებოდა კოჯორსა და ტაბახმელაში ამ ცივ თვეში, როგორი იქნებოდა მათი ბედი. ეს არის ქართველი მხედრების ბედი ავღანეთსა, თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც უწევთ ბრძოლა. მათ აქვთ ეს საბრძოლო შემართება, რომელიც მოდის მხოლოდ მაშინ, როცა იცი რისთვის იბრძვი. მათ ვინც აქ განისვენებენ იცოდნენ რისთვის იბრძოდნენ. იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა ღირსია ამ ბრძოლის, ამ თავშეწირვის და ეს არის ის, რაც მათ დაგვიტოვეს როგორც მაგალითი, რომელიც შემდეგ თაობებს უნდა გადავცეთ იმისათვის, რომ იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა ღირსია ჩვენი გაერთიანების, ჩვენი შერიგების და ბოლომდე ბრძოლის. ძალიან ვწუხვარ, რომ აქ ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება არაა შეკრებილი. სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ აქ ვიღაცამ გაბედა და ამ ადგილას საბჭოთა ჰიმნი გააჟღერა. ეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა შეურაცხყოფაა. ყველაფერი შეიძლება: ყველანაირი კრიტიკა, ყველანაირი დაცინვა, მაგრამ არის რაღაც, რაც არ შეიძლება და ესაა ის, რაც უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობებს, რომ უნდა ვიყოთ ერთიანნი “, - აღნიშნა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტი საბჭოთა საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ყველა ბრძოლასა და ომში დაღუპულთა საერთო მემორიალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობა იუნკერთა გამარჯვებაა, რომელსაც ყოველდღიურად უნდ ვუფრთხილდებოდეთ. მათი ბრძოლა გრძელდება, როცა პატივს მივაგებთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას; გრძელდება დღესაც, როცა იტაცებენ 17 წლის ახალგაზრდას, სწორედ ისეთივე ახალგაზრდას, როგორიც იყო გივი ღამბაშიძე და რომელიც ტაბახმელადან ომის დღიურებს წერდა. ესაა ჩვენი ბედი და ამ ბრძოლაში, რომელსაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და ქვეყნის სუვერენობა ჰქვია ერთიანი და გულწრფელნი უნდა ვიყოთ.

პრეზიდენტმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალური დაფა პარლამენტის სასახლის ფასადზე, რომელიც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში, 2018 წლის 24 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით და თბილისის მერიის თანადგომით გაიხსნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა