ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს საავადმყოფოდან დღესვე გაწერენ.

"როგორც იცით, ჩვენთან ირანის 4 მოქალაქე იმყოფება. ისინი გუშინ, გვიან საღამოს მოიყვანეს. აქამდე ისინი დაკვირვების ქვეშ იყვნენ, ჩაუტარდათ რენტგენოლოგიური კვლევა. პნევმონია არც ერთს არ დაუდგინდა. ველოდებოდით გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში შესრულდა. ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხი, რომ არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდა. ამჟამად ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მატება არც ერთს არ აღენიშნება და ახლა მათ გასაწერად ამზადებენ", - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ირანის 4 მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის 4 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა