იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 130-ს აღწევს

იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 130-ს გადააჭარბა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯეო ბორელიმ განაცხადა.

„კორონავირუსზე 132 ადამიანის შემთხვევაში, ტესტმა დადებითი შედეგი მოგვცა. ორი მათგანი გარდაიცვალა, ერთი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ექიმები აკვირდებიან, 129-ს შეადგენს, მათგან 54 ჰოსპიტალიზებულია, 26 ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იმყოფება“, - განაცხადა ბორელიმ.

მისივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის, ვირუსით ინფიცირებულები იტალიის შეიარაღებული ძალების ობიექტებში განათავსოს, სადაც კარანტინს შემოიღებენ. ამ მიზნისთვის უკვე მომზადებულია 5 000-ზე მეტი ადგილი სამხედრო ყაზარმებში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო