ნევადას შტატში გამართულ „დემოკრატების“ პრაიმერში გამარჯვება ბერნი სანდერსმა მოიპოვა

აშშ-ის ნევადას შტატში გამართულ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო პრაიმერში სენატორმა ბერნი სანდერსმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და 2020 წლის არჩევნებისთვის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. ნევადაში საარჩევნო უბნების 50%-ის ხმების დათვლის შედეგად, სანდერსმა 47% მიიღო, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19%, ქალაქ საუზ ბენდის ყოფილმა მერმა პიტ ბუტეჯეჯიმ 15%, მეოთხეზე კი - სენატორი ელიზაბეთ უორენია 10%-იანი მხარდაჭერით.

ნევადაში „დემოკრატების“ პრაიმერს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ტვიტერზე" გამოეხმაურა.

„როგორც ჩანს, გადარეული ბერნი ნევადას დიდებულ შტატში წარმატებას აღწევს. ბაიდენი და სხვა დანარჩენები სუსტები ჩანან, მინი მაიკი კი ვერაფრით ვეღარ შეძლებს კამპანიის განახლებას, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო დებატების ისტორიაში ყველაზე ცუდი გამოსვლა ჰქონდა. გილოცავ ბერნი! არ მისცე მათ საშუალება, რომ გამარჯვება წაგართვან“, - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".

ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება 33 კანდიდატს შორის უწევდათ. შეგახსენებთ, სენატორმა ბერნი სანდერსმა ნიუ-ჰემფშირის შტატში რამდენიმე გამართულ პრაიმერშიც გაიმარჯვა. “დემოკრატების” მომდევნო შიდაპარტიული არჩევნები სამხრეთ კაროლინაში 29 თებერვალს გაიმართება, ხოლო ე.წ. „სუპერ სამშაბათი“, რომელიც 14 შტატში ერთდროულად იმართება 3 მარტსაა დაგეგმილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა