ანონსი 24 თებერვალი

24 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, თბილისის მერი კახა კალაძე ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისსუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს ანდერს კნაპეს შეხვდება. ასევე, ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელსა და კახა კალაძეს, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტს შორის.

24 თებერვალს, 10:00 საათზე, ევროკავშირის სასამართლოს პროექტის მხარდაჭერით დამოუკიდებელი ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები

მის: სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისი“.

24 თებერვალს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში“ სახალხო დამცველი თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის: 26 მაისის მოედანი N1

24 თებერვალს, 11:00 საათზე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

24 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაცია „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „იურიდიული დახმარების სამსახური“ იწყებს საინფორმაციო კამპანიას - „შენი უფლება 18 წლამდე“ .

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 თებერვალს, 11:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

24 თებერვალს, 11:30 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

24 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, „საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი იაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა. არსებობს , თუ არა შეტევის განმეორების საფრთხე საარჩევნო წელს და რამდენად მზადაა ქვეყანა კიბერშეტევებთან გასამკლავებლად. როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ ჰიბრიდულ ომში.

სახიფათო მობილური აპლიკაციები და რეკომენდაციები მოქალაქეებს.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 თებერვალს, 11.30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გიგა ბოკერიას და სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“.

მის: ბარნოვის 40.

24 თებერვალს, 12:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ოზურგეთის რეგიონულ ოფისს გახსნის და ადგილობრივ გუნდს წარადგენს.

მის: ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის #25

საკონტაქტო: 577403734

24 თებერვალს, 13:00 საათზე, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტის: "დებატები უკეთესი მომავლისათვის", ფარგლებში, საქართველოში მასწავლებელთა პირველი ტრენინგის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

მის: შალვა დადიანის 2/1

კონტაქტი: ქეთო მაღრაძე 577326326

24 თებერვალს, 13:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

24 თებერვალს, 13:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე მედიას ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

მის: კახეთის გზატკეცილი #99 (საკონფერენციო დარბაზში, პირველი სართული)

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი595956103

24 თებერვალს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

24 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი, (C კორპუსი, ოთახი 239)

24 თებერვალს, 16:00 საათზე,პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

24 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

24 თებერვალს, 18:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების“ პრეზენტაცია.

საკონტაქტო: დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების თავმჯდომარე ზაზა ბარბაქაძე - 579003888; „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯომარე სოფო ჯაფარიძე - 557996534;

მის: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი

24 თებერვალს, 19:00 საათზე, ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს მასშტაბით სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები.

საკონტაქტო: ნინო კარანაძე - 599 07 33 67

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო