სამოქალაქო აქტივისტებმა „ევროპული საქართველოს“ ოფისის კარზე სტიკერები წარწერით - "სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები" გააკრეს

სამოქალაქო აქტივისტები პარტია “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქცია - პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეები ოპოზიციის იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს მანდატის დატოვებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა "ევროპული საქართველოს" ოფისის შესასვლელ კარზე სტიკერები გააკრეს შინაარსით -"სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები".

აქციის მონაწილის ელენე კონცელიძის განცხადებით, ისინი აქციებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ.

"ჩვენ უკვე 5 დღეა ვაპროტესტებთ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვას და მოვითხოვთ, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დატოვონ საპარლამენტო მანდატი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არის სირცხვილი და ოკუპანტის წისქვილზე დასხმული წყალი. ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ, ვიდრე არ მოვლენ გონს. ჩვენ ვიქნებით უფრო ბევრი და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ამას შევძლებთ, ჩვენ დაგანახებთ, თუ რა შეგვიძლია ახალგაზრდებს",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნათია კონცელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჰიმნი იმ დროს გააჟღერეს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.

იხილეთ ვიდეო: რა ვითარებაა ამ დროისთვის “ევროპული საქართველოს” ოფისთან ", სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქცია - პერფორმანსს მართავენ - "სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა