საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბელგრადში სერბეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა და შეხვედრა საბოლოო ანგარიშით 94:90 დაასრულა.
შეხვედრის პირველი ნახევარი სერბი კალათბურთელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში რამდენიმეჯერ გაათანაბრა და დაწინაურდა. საბოლოოდ კი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა.