იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულების რაოდენობა კი 152-მდე გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულების რაოდენობა კი 152-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შემთხვევების სწრაფი ზრდით გაკვირვებული ვარ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაავადების გავრცელება შევაჩეროთ,“- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.

იტალიის ჯანდაცვის ხელისუფლება იმის გარკვევას ცდილობს, თუ როგორ დაიწყო ქვეყენაში ვირუსის გავრცელება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინია გამოაცხადებული, 50 000-მდე ადამიანს სპეციალური ნებართვის გარეშე ქალაქების დატოვების უფლება არ აქვს. ხელისუფლებამ ვენეციის ცნობილი კარნავალისა და ყველა სპორტული ღონისძიების პირველ მარტამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა