სომხეთი ირანთან საზღვარს კეტავს

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სომხეთის ხელისუფლებამ ირანთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში ქვეყანა ირანთან საზღვარს ჩაკეტავს და საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს.

ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით პანიკის მიზეზი არ არსებობს.

შეგახსენებთ, ირანში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 43-ია. სომხეთის გარდა ქვეყანასთან საზღვრები ჩაკეტეს თურქეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა