სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 763-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულ პაციენტთა საერთო რაოდენობამ 763-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სამხრეთ კორეის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვირუსით ქვეყანაში მეშვიდე პაციენტი დაიღუპა. ხელისუფლება დაავადების გავრცელების ზუსტ მიზეზს ამ დრომდე იკვლევს.

აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევებიდან 115-ს ქალაქ დეგუს ეკლესიას უკავშირებენ, სადაც ერთ-ერთი დაინფიცირებული პაციენტი ღვთისმსახურებებს ესწრებოდა.

კორონავირუსის გავრცელების გამო, სამხრეთ კორეაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა