აშშ-ში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიჭრა

აშშ-ში ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში შეიარაღებულმა პირმა მეორადი ნივთების ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უაცნობია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა