დონალდ ტრამპი - ვისურვებდი, რომ უკრაინა და რუსეთი დაახლოვდნენ - ეს ძალიან მაგარი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის

დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსეთი და უკრაინა შერიგდნენ. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვისურვებდი ისინი დაახლოვდნენ. ჩემი აზრით, თუ ისინი დაახლოვდებიან ისე, რომ ერთმანეთთან ურთიერთობებს დაალაგებენ, მაგარი იქნება“,- განაცხადა ტრამპმა როცა მას სთხოვეს კომენტარი გაკეთებინა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ „ბევრი ქვეყანა ცდილობს რუსეთი და უკრაინა დააშოროს“.

„ეს ძალიან მაგარი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის. თუ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდებიან გარკვეულ საკითხებზე, ეს ჩემთვის ძალიან კარგი იქნება“,- აღნიშნა ტრამპმა.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპი - ვისურვებდი, რომ უკრაინა და რუსეთი დაახლოვდნენ - ეს ძალიან მაგარი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სრული მომსახურების პაკეტით უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკარანტინე მიზნებისთვის, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად
„მაკდონალდსი“ ლუგარის ლაბორატორიის პერსონალის კვებაზე ზრუნავს
„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის