ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძის საქმეზე, სასამართლოში ბიოლოგიურ ექსპერტს დაკითხავენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბიოლოგიურ ექსპერტს კითხავენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ განუცხადა, დღეს დასაკითხმა მოწმემ კობა კოშაძისგან ამოღებულ იარაღზე ჩაატარა ექსპერტიზა. თუმცა, როგორც ჩხეიძე აცხადებს, ცეცხლსასროლ იარაღზე საკმარისი საკვლევი მასალა არ იყო იმისთვის, დადგენილიყო, იყო თუ არა იქ კოშაძის ან სხვა პირის ბიოლოგიური მასალა.

ამასთან, პროკურორის განმარტებით, საქმეზე 9 სამართალდამცავის ჩვენება არის, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად კოშაძეს ეკუთვნის.

ბრალდებულის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით კი, პროკურატურას უტყუარი მტკიცებულება არ აქვს და მოწმეები ცრუ ჩვენებებს აძლევენ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას ედავებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს