კახა კალაძე - გუნდში არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი - ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში, ამ ეტაპზე არანაირ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში“.

„არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი გუნდში, თუ რაიმე იქნება ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც. ჩვენ გვყავს პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი. ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს