ბექა ნაცვლიშვილი - „ქართულ ოცნებას" არანაირი საკადრო ცვლილება არ უშველის

უშველით? - ასე უნდა დაისვას კითხვა, - ასე პასუხობს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ბექა ნაცვლიშვილი ჟურნალისტების კითხვას მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ.

მისი განმარტებით, პერსონალური ცვლილებები შექმნილ ვითარებას ვერ გამოასწორებს.

"ქართულ ოცნებას" არანაირი საკადრო ცვლილება არ უშველის. აქ ხალხს მოთხოვნა აქვს პოლიტიკის და არა პიროვნებების ცვლილებაზე. "ქართულ ოცნებას" ახლა ვერც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც მათ რიგებში ირიცხება, ვერ უშველის. შველა არის მთლიანად პოლიტიკის გადააზრებაში და ცვლილებაში, მაგრამ ამის ნიშან-წყალსაც ვერ ვხედავ. ვერც ივანიშვილის მოსვლა უშველის ვერაფერს. პოლიტიკა თუ არ შეიცვალა, პიროვნებები ვერ უშველიან ვერაფერს. გიორგი გახარიას იმედი ხომ ჰქონდა "ქართულ ოცნებას", ისევ კრიზისში არიან. თვითონაც მგონი, ათვითცნობიერებენ, რომ ვერანაირი პერსონალური ცვლილებები ამ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო