კახა კალაძე - რამდენიმე პარტიამ შეხვედრის სურვილი გამოთქვა - მზად ვართ ყველას შევხვდეთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა მოკლე დროში უნდა მოხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი გახდება.

მისივე თქმით, თუ შეთანხმება ვერ მოხდება ოპოზიციასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით.

“ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები. ჩვენ, მმართველმა გუნდმა დავადასტურეთ და ღიად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. თუ რა შეთანხმება იქნება და როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ამაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც დიალოგი გაიმართება. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხერხდა და ვერ მოხდა კონსენსუსის მიღწევა, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით. ძალიან მალე უნდა დამთავრდეს საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა და გარკვეული შეთანხმების მიღწევა, რადგან სხვანაირად ცვლილებების განხორციელება გახდება შეუძლებელი”,- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა შეხვდეს როგორც ცალკეულ პარტიას, ასევე გაერთიანებულ ოპოზიციას.

“ჩვენი სურვილია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მოხდეს შეხვედრა, როგორც ყველა ერთად, ასევე ცალკეულ პარტიასთან თუ ექნებათ სურვილი. რამდენიმე პარტიამ გამოთქვა სურვილი. ჩვენ მზად ვართ ყველას შევხვდეთ”, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა