„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე ფინანსთა მინისტრს სამი კითხით მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე ფინანსთა მინისტრს სამი კითხით მიმართავს.

„პარლამენტში ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენა იმართება, სადაც ის, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონზეც ისაუბრებს. ამ კანონის საშუალებით, 2017 წელს ფინანსთა სამინისტრომ მოკლა კონკურენცია ლატარიის ბაზარზე და დააკანონა მონოპოლია. მსურს 3 კითხვით მივმართო ფინანსთა მინისტრს:

  1. რა ბედი ეწია 200 მილიონ ლარს, რომელიც, 2009-2016 წლებში არ გადაუხად აბიუჯეტს შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ და ვინ აგო ამაზე პასუხი?
  2. რამდენმა კომპანიამ მიიღო 2017 წელს ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩატარებულ ტენდერში მონაწილეობა, რომლის შედეგადაც კერძო კომპანია შპს "ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი" ექსკლუზიური უფლების მფლობელი გახდა 10 წლის განმავლობაში და როგორ ასრულებს ეს კომპანია აღებულ ვალდებულებებს?
  3. იცნობთ თუ არა სხვა რომელიმე ქვეყნის წარმატებულ პრაქტიკას, სადაც ლატარიის ჩატარების უფლება მხოლოდ ერთ კერძო კომპანიას აქვს?

იმედია, მინისტრის პასუხი ამჯერად იქნება დროული და ადეკვატური და ის არ მოგვიწოდებს შევეგუოთ მონოპოლიას’“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს