ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი მიხეილ ჩინჩალაძის „კლანის" წევრია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილი მიხეილ ჩინჩალაძის „კლანის" წევრია.

მისივე განმარტებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2019 წლის 13 მარტის შემდგომ არ ჩატარებულა სხდომა, სადაც განხილული იქნებოდა მოსამართლეთა დისციპლინური საქმეები, რომელიც მოსამართლეების წინააღმდეგ სხდასხვა მოქალაქეების მიერ არის შეტანილი.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, შესულ საჩივრებზე შედეგი არ დგება იმ მოტივით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს და მის „კლანს" ყველაზე მეტად ეშინია დისციპლინური სამართალწარმოების, რადგან ამ პროცესის შედეგად შესაძლოა, მოსამართლეებს სანქციები დაეკისროს.

„იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი ქვეყანაში შემოიღეს იმისათვის, რომ ეფექტიანი გამხდარიყო დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი. რეალურად, მივიღეთ შედეგი, რომ ყოფილი დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე და მოქმედი დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილიც არის მიხეილ ჩინჩალაძის პროტეჟე. შესაბამისად, არც ცინცაძე იყო დამოუკიდებელი და არც აზნაურაშვილია დამოუკიდებელი. ისინი იცავენ იმ „კლანის“ ინტერესებს, რომლის ხელშიც დღეისთვის არის ძალაუფლება.

მოქალაქეებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოაქვთ უამრავი საქმები, მოსამართლეთა წინააღმდეგ საჩივრებით მოდიან, თუმცა მათი საჩივრები თაროზეა შემოდებული. უკეთეს შემთხვევაში, დამოუკიდებელი ინსპექტორი წერს დასკვნებს და ამ დასკვნებს ინახავს თავის კომპიუტერში ელექტრონული ფაილების სახით. ანუ საჩივრებზე შედეგი წლების განმავლობაში არ დგება და ეს არის მძიმე და სავალალო შემთხვევა“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა