გიორგი გახარიამ და NDI-ის პრეზიდენტმა საარჩევნო წლის განმავლობაში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და NDI-ის პრეზიდენტმა დერეკ მიჩელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში NDI-ის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონე.

მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში საარჩევნო წლის განმავლობაში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა NDI-ის პრეზიდენტის დროულ ვიზიტს საქართველოში, რამდენადაც, საარჩევნო კამპანია მალე აქტიურ ფაზაში შევა.

საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობებისა და წარმომადგენლობითი ორგანოების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, NDI-ის მიერ გაწეულ საქმიანობას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს საქმიანობის კონკრეტული ასპექტების პოლიტიზირება, ვინაიდან, ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს იმ მიზნების მიღწევას, რომლებზეც ორიენტირებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები.

მხარეების შეფასებით, საარჩევნოდ მნიშვნელოვანია მაღალი პოლარიზაციის დონის შემცირება და ამ პროცესში ყველას მხარეს თავისი როლი აქვს.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნები, ისევე, როგორც ყველა - 2012 წლის შემდეგ, უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო