გიორგი მიქაუტაძე - უახლოეს პერიოდში განვაახლებთ იუსტიციის საბჭოში დისციპლინური საქმეების განხილვას - გვექნება კონკრეტული შედეგები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ობიექტური მიზეზები ჰქონდა, რის გამოც დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში შესული მოსამართლეთა დისციპლინური საქმეები საბჭომ ვერ განიხილა.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, გასულ წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყო დატვირთული, ამასთან, დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით რეფორმა ტარდებოდა. შესაბამისად, მისივე თქმით, საბჭოს ჰქონდა ობიექტური მიზეზები, რის გამოც გაჭიანურდა საქმეების განხილვა.

„გარკვეული პერიოდი გავიდა მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჩაუტარებია დისციპლინური საქმეების განხილვის სხდომები, თუმცა ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც ეხებოდა დისციპლინურ სამართალწარმოებას და ზოგადად, სასამართლოს ანგარიშვალდებულებას. სრულად განახლებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, ისე, როგორც პროცედურები. ამ პროცესში ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი და ძირითადი ნაწილი ამ საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც შეეხო დისციპლინურ წარმოებას, ამოქმედდა პირველი იანვრიდან. შესაბამისად, ვგეგმავთ, რომ უახლოეს პერიოდში განვაახლებთ იუსტიციის საბჭოში დისციპლინური საქმეების განხილვას. გვექნება კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა