კახა კალაძის ინფორმაციით, მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტრო “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია თებერვლის ბოლოს დასრულდება.

მისი თქმით, ასევე მოწესრიგდება იქ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელიც.

„მთლიანად ხდება მიწისქვეშა გვირაბის მოწესრიგება, გადახურვა, იზოლაცია, რომ წყალი არ შევიდეს, რადგან წვიმის დროს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა იმ ადამიანებს, ვინც ამ გადასასვლელ გვირანში ვაჭრობს და ასევე, მათ ვინც ფეხით გადაადგილდებოდნენ. შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ეს პრობლემა მთლიანად იქნება მოხსნილი”,- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: რამდენ ხანში დასრულდება მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები?

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო