ლევან კობერიძე რომან კაკულიას - ბოდიში, მაგრამ თქვენს მინისტრებს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ პარლამენტიც და რეგლამენტიც

მგონია, რომ უბრალოდ თქვენს მინისტრებს ბოდიში და პირდაპირ ვიტყოდი, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ პარლამენტიც და რეგლამენტიც, - ასე მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას მას შემდეგ, რაც კაკულიამ განაცხადა, რომ კომიტეტზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი არ მივა.

კობერიძე მაჭავარიანის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი. ეტყობა „მინისტრის საათს“ და საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქციისგან დაბარებას ვერ ასხვავებს მინისტრი. „მინისტრის საათი“ აბსოლუტურად სხვა ფორმატია, ჩვენ მისგან მოვისმინეთ მოხსენება, რომ ქვეყანაში ყველაფერი ბრწყინვალედ და გადასარევადაა და ის პასუხები, რომლებიც მივიღეთ მისგან არანაირად არ იყო დამაკმაყოფილებელი. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ როგორც ჯანდაცვის, ისე ფინანსთა მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააყენოთ თქვენ გუნდის შიგნით, რადგან თუ საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ უბრალოდ თქვენს მინისტრებს ბოდიში და პირდაპირ ვიტყოდი, რომ სულ ცალ ფეხზე კიდიათ პარლამენტიც და რეგლამენტიც“, -აღნიშნა კობერიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენა უნდა გამართულიყო. ივანე მაჭავარიანი კომიტეტზე ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მიერ იყო დაბარებული. დღის წესრიგის მიხედვით, მაჭავარიანს ძირითადად სამ საკითხზე უნდა ესაუბრა: 1. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა