შსს პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან პატრულის მობილიზების მიზეზს განმარტავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან პატრულის მობილიზების მიზეზს განმარტავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი.

„პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - განუცხადეს სააგენტოს შსს-ში.

თავის მხრივ, პარლამენტის პრესსამსახურშიც უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

„პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან საპატრულო პოლიციის მობილიზება სპიკერის ბინასთან მიმართებაში მომხდარ რაიმე ფაქტს არ უკავშირდება. სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარის სახლში შეღწევის მცდელობას“, - აღნიშნეს პარლამენტის პრესსამსახურში.

იხილეთ ვიდეო

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა