სერგი კაპანაძე - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უმრავლესობამ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად მიიღო და არა იმიტომ, რომ უნდოდათ ეს ეფექტური ინსტრუმენტი ყოფილიყო

ეს არის პირდაპირი გამოვლინება იმისა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უმრავლესობამ მიიღო მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად და არა იმიტომ, რომ რეალურად უნდოდათ ეს სია ყოფილიყო ეფექტური ინსტრუმენტი, რათა მომავალში აღარ გამეორებულიყო მსგავსი შემთხვევები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომელმაც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ ისაუბრა.

მისივე განცხადებით, ამ პრობლემის ყველაზე კარგი გამოვლინება არის, რომ დამატებით არც ერთი ადამიანი არ შეუყვანიათ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მას შემდეგ რაც სია მიიღეს.

„ხელისუფლებას არ შეუყვანია ამ სიაში არც ის ადამიანი, რომელთა სახელები და გვარები არის ცნობილი, მათ შორის არც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ვიცით, რომ მონაწილეობდნენ ტატუნაშვილის მკვლელობასა და წამებაში. ასევე არ არიან დამატებული სიაში რუსეთის მოქალქეები, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამხედრო ბაზას ახალგორსა ან ცხინვალში და იტაცებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას საკუთარი მიწიდან“, -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო